რა ღირდა ბინები თბილისში XX საუკუნის დასაწყისში?
XX საუკუნის დასაწყისის (1900-1920-იანი წლები) თბილისის (1936 წლამდე ტფილისი) უძრავი ქონების ბაზრის შესახებ მონაცმები ნაკლებად ხელმისაწვდომია, თუმცა ზოგადი წარმოდგენის შექმნა მაინც შესაძლებელია.
არქივებში არსებული ჩვენებების უმრავლესობა მიმართულია მიწასთან დაკავშირებულ გარიგებებზე. იმ პერიოდის ვაჭრობას ძირითადად წარმოადგენდა მიწის ნაკვეთების დაქირავება მრავალწლიანი კონტრაქტებით, ხოლო შენობა-ნაგებობებზე გაწერილი ფასები ხშირ შემთხვევაში არ აღწერს სრულ სამომხმარებლო ვითარებას.
მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული ტფილისში მიწის ან პატარა შენობის დაქირავება წლიურად 150-300 მანეთის ფარგლებში ჯდებოდა. ხოლო შენობის შესაძენად 500-1500 მანეთის გადახდა უწევდათ.მაგალითად, Reddit–ზე მოყვანილ დოკუმენტში 1883 წლის გარიგება პატარა შენობიანი მიწის ნაკვეთის ფასს 1000 მანეთად განსაზღვრავს.
ტფილისი მე-19 საუკუნეში გაფართოვდა და განვითარდა, იგი თანდათან გახდა კავკასიის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი. ამ დროისთვის მოსახლეობა უკვე 200,000 ადამიანს უტოლდებოდა. ტფილისი მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი იყო, რომელიც უკავშირდებოდა რუსეთის იმპერიის სხვადასხვა საკვანძო ადგილებს. შრომითა მიგრაციამ ტფილისში გაზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, რაც აისახა ფასებზეც. საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში ტფილისში ეთნიკური ქაერთველები უმრავლესობას არ წარმოადგენდნენ.