თეგებით ძიება

პროფესიები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს

ხელოვნურმა ინტელექტმა თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვანი ადგილი საკმაოდ მოკლე დროში დაიკავა. სიახლე იმდენად მასობრივი გახდა, რომ უახლოეს მომავალში მას ბევრი პროფესიის ჩანაცვლებასაც უწინასწარმეტყველებენ, თუმცა არსებობს პროფესიები, რომლებსაც AI ნაკლებად შეეხება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტექნიკოსები და ჯანდაცვის სოციალური მუშაკები სიის სათავეში არიან. Visualcapitalist-ი წერს, რომ ისინი საზოგადოებასთან 100%-იანი ჩართულობას მოითხოვენ და ავტომატიზაციის ძალიან დაბალი რისკით გამოირჩევიან. ეს პროფესიები მოითხოვს ადგილზე გადაწყვეტილებების მიღებას, ემოციურ ინტელექტს და რეალურ დროში რეაგირების უნარს, იმ თვისებებს, რომელთა მიღწევაც ხელოვნურ ინტელექტს ჯერ კიდევ არ შეუძლია.

უფრო კონკრეტულად კი, პროფესიები, რომლებამდეც AI-ს მისვლა დიდხანს გაუჭირდება, არის:

  • სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტექნიკოსები;
  • ჯანდაცვის სოციალური მუშაკები;
  • იურისტები;
  • სამედიცინო და ჯანდაცვის სერვისების მენეჯერები;
  • ადამიანური რესურსების მენეჯერები;
  • ტექნიკური მომსახურების მუშაკები;
  • ადმინისტრაციული დამხმარე მუშაკების პირველი რიგის ხელმძღვანელები;
  • ტრენინგისა და განვითარების სპეციალისტები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა