თეგებით ძიება

მისი სიგრძე 64 მეტრია და... - დედამიწას მორიგი ასტეროიდი უახლოვდება - რას პროგნოზირებენ NASA-ს მეცნიერები 28 ივლისს?

რო­გორც NASA - ს მო­ნა­ცე­მე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, 28 ივ­ლისს დე­და­მი­წას სამ­გზავ­რო ავი­ა­ლა­ი­ნე­რის ზო­მის ას­ტე­რო­ი­დი ჩა­უფ­რენს.

2025 OW სა­ხელ­წო­დე­ბის ას­ტე­რო­ი­დის სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით, 64 მეტ­რია და ის ჩვენს პლა­ნე­ტას 633 000 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით ჩა­უფ­რენს.

NASA - ს მეც­ნი­ე­რე­ბის მტკი­ცე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ას­ტე­რო­ი­დი შთამ­ბეჭ­და­ვი სიჩ­ქა­რით - 75,500 კმ/სთ მოძ­რა­ობს, შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

"კოს­მო­სუ­რი ქვე­ბის დე­და­მი­წის სი­ახ­ლო­ვეს ჩავ­ლა მზის სის­ტე­მის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და მათი დე­და­მი­წას­თან მი­ახ­ლო­ე­ბა მუდ­მი­ვად ხდე­ბა - ეს მზის სის­ტე­მის ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა“,- გა­ნა­ცხა­და NASA-ს დე­და­მი­წის სი­ახ­ლო­ვეს მოძ­რა­ვი ობი­ექ­ტე­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის (CNEOS) ექ­სპერ­ტმა, და­ვი­დე ფარ­ნო­კი­ამ.

2025 OW - ს საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს.

ფარ­ნო­კი­ამ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა კი­დევ ერთ ას­ტე­რო­იდ­ზე, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 340 მეტ­რის სიგ­რძი­საა და დე­და­მი­წას 2029 წელს ჩა­უქ­რო­ლებს და 38,000 კი­ლო­მეტ­რამ­დე მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა, რაც კოს­მო­სუ­რი მას­შტა­ბე­ბით იმ­დე­ნად ახ­ლოს ით­ვლე­ბა, რომ მისი და­ნახ­ვა შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც კი იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

წყა­რო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა