ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
25 ივლისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვაკის რაიონში, შატბერაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 25 ივლისს, საღამოს 23:00 საათიდან 26 ივლისის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის N4-30, ტიციან ტაბიძის ქუჩას და შესახვევებს, ალ. აბაშელის, ცხვედაძის, რაზმაძის, ლია ელიავას, შოშიტაიშვილის, რადიანის, ჯანაშვილის, ქობულეთის, შროშის, ქუთათელაძის, ნაფარეულის, ერისთავის, ბაზალეთის, თაყაიშვილის, ნინო ჟვანიას, მარაბდის, შატბერაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირების და ბურკიაშვილის ქუჩებს. არაყიშვილის ქუჩა N8, 8ა, N20-26, N21-27, არაყიშვილის მე-2 ჩიხს, არაყიშვილის ქუჩა ბარნოვის ქუჩა N72-94, N77-83, ფალიაშვილის ქუჩა N1-33, N2-36, აბაშიძის ქუჩა N1-17, N2-16, აბაშიძის ქუჩა N 66, 20ა, კეკელიძის ქუჩა N17-25, N14, 16, 18.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.