თეგებით ძიება

ქალაქები, სადაც მდიდარი ადამიანებისთვის ცხოვრება ყველაზე ძვირია - Julius Baer-ის რეიტინგი

შვეიცარიულმა Julius Baer-მა მდიდარი ადამიანებისთვის ყველაზე ძვირიანი ქალაქების ათეული კიდევ ერთხელ განაახლა. 2025 წლის მონაცემებით, სიის სათავეში უცვლელად დარჩა სინგაპური. მას მოჰყვება ლონდონი და ჰონკონგი.

გავლენიანმა შვეიცარიულმა საბანკო ინსტიტუტმა მონაცემები 20 ყველაზე მოთხოვნადი ფუფუნების საგნისა და მომსახურების სერვისის ფასების შედარებით შეადგინა.

განახლებული სტატისტიკის თანახმად, მდიდარი ადამიანებისთვის ცხოვრება განსაკუთრებით გაძვირდა ბანგკოკში, იაპონიასა და დუბაიში. მეტიც, ამ უკანასკნელის მაჩვენებლები ერთ წელიწადში ხუთი პუნქტით გაიზარდა. გაერთიანებული საამიროების უმდიდრესმა ქალაქმა მე-12 ადგილიდან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

2025 წლის ათეულში ვეღარ მოხვდნენ სან-პაულუ და მეხიკო, რომელთა მდგომარეობაც პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ვითარებამ დაამძიმა.

ქალაქების ათეული, სადაც მდიდარი ადამიანებისთვის ცხოვრება ყველაზე ძვირია ასე გამოიყურება:

  • სინგაპური
  • ლონდონი
  • ჰონგ-კონგი
  • პარიზი
  • ნიუ-იორკი
  • ციურიხი
  • დუბაი
  • ბანგკოკი
  • ტოკიო
  • ჟენევა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა