საქართველოში მოსახლეობის 95%-ს აქვს მობილური ტელეფონი - როგორია მაჩვენებელი გლობალურად?
საქართველოში 15 წელს ზემოთ მოსახლეობის 95%-ს აქვს მობილური ტელეფონი - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში არის საუბარი, რომელიც მსოფლიოში სამ ინდიკატორს - მობილური ტელეფონით, ინტერნეტით და საბანკო სერვისებით სარგებლობას ზომავს.
ანგარიშის თანახმად, საქართველო მობილური ტელეფონით სარგებლობის ინდიკატორში მსოფლიოში 42-ე ადგილს იკავებს. ამასთან, მობილური ტელეფონით სარგებლობის 100%-ის მოცვაა ნორვეგიაში, UAE-სა და ლიბიაში. ისლანდიაში, ფინეთსა და დანიაში, ასევე შვედეთსა და ესტონეთში მოსახლეობის 99%-ს აქვს მობილური ტელეფონი. რაც შეეხება ინტერნეტის მოხმარებას, საქართველოში ბოლო 3 თვეში ინტერნეტი ერთხელ მაინც მოიხმარა 15 წელს ზემოთ მოსახლეობის 82%-მა, რითაც მსოფლიოში 63-ე ადგილს იკავებს, ხოლო საბანკო ანგარიში მოსახლეობის 79%-ს აქვს, რითაც მსოფლიოში 54-ე პოზიციაზეა.
მსოფლიო ბანკის კვლევა - რანჟირება გაკეთებულია მობილური ტელეფონით სარგებლობის კომპონენტში დაფიქსირებული შედეგით:
