თეგებით ძიება

თბილისის რამდენიმე ქუჩას 28 ივლისს ელექტროენერგია შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართი

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტებს, 28 ივლისს, ელექტროენერგია შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ივერიის, კუს ტბის და გიორგი წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლითონკონსტუქციების დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I, II, III, IV მიკრორაიონების, ზურაბ პატარიძის და ხელოვანთა ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანდელშტამის, წულუკიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელაშვილის, იუმაშევის, გოკიელის, სტურუას, კაკაბაძის, ჩანტლაძის და ხარაძის ქუჩების მოსახლეობას. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა