თეგებით ძიება

წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ხვალ, 29 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 29 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 30 ივლისის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - კახეთის გზატკეცილი N73, 75, 83, 87, 89, ხვედელიანის, იგოთის, გრიგორაშვილის, ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, ვარკეთილის მეურნეობას, ორხევის, თეთრიხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის და ახვედელიანის ქუჩებს, ლილოს დასახლების მე-2 მიკრორაიონის N10, 11, 12.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა