„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 30 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, ცურტაველისა და სოღალუღის შესახვევის კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულის შესახებ „ჯივიპი“ ინფორმაციას ავრცელებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 30 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 31 ივლისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში - ბააზოვის, ხონელის, ცურტაველის, ალგეთის, ტაბახმელას, განჯელის, თელეთის, ქუმსიაშვილის, ოპიზრების, ლორთქიფანიძის, საბანისძის, წალკის, შატაიძის, ჩხეიძის, მეფისაშვილის, კალანდაძის, თორთლაძის, მელქაძის, ტაბიძისა და მიმდებარე ქუჩებს შესახვევებით და ჩიხებით. აგრეთვე, მუხათის, ოფრეთის, შავნაბადას და სოღანლუღის შესახვევებს, ასევე, დეკაბრისტების გასასვლელს. ორთაჭალის, მირზა შაფის და გრიშაშვილის ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.