თეგებით ძიება

რუსეთის შემდეგ, დამანგრეველი ცუნამის საფრთხის ქვეშაა მილიონობით ამერიკელი - განგაში ჰავაიზე, გამოცხადდა ევაკუაცია, მზადყოფნაშია აშშ-ის არმია

მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­ში, კამ­ჩატ­კის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის სა­ნა­პი­როს­თან 8.8 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოხ­და, რა­საც ძლი­ე­რი ცუ­ნა­მი მოჰ­ყვა, და­მან­გრე­ვე­ლი საფრ­თხის ქვეშ არის მი­ლი­ო­ნო­ბით ამე­რი­კე­ლი.

სა­გან­გა­შო სი­რე­ნე­ბი გა­ის­მა ჰა­ვა­ი­ზე და მა­ცხოვ­რებ­ლებს სა­ნა­პი­რო ზო­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დეს, რად­გან მთე­ლი სა­ნა­პი­რო ჯაჭ­ვურ რე­აქ­ცი­ას ელო­დე­ბა. ცუ­ნა­მის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლე­ბა კა­ლი­ფორ­ნია-ორე­გო­ნის სა­ზღვარ­ზეც მოქ­მე­დებს. გან­გა­ში აშშ-ის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს და­ნარ­ჩენ ნა­წილ­ზე ძა­ლა­ში რჩე­ბა.

პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა თა­ვის Truth Social გვერ­დზე ამე­რი­კე­ლებს მო­უ­წო­და „იყ­ვნენ ძლი­ე­რე­ბი და უსაფრ­თხოდ დარ­ჩნენ“.

მას შემ­დეგ, რაც გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ჯოშ გრინ­მა სა­გან­გე­ბო ბრძა­ნე­ბას ხელი მო­ა­წე­რა, და­ცა­რი­ელ­და ჰა­ვა­ის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი - მო­სახ­ლე­ო­ბა პა­ნი­კუ­რად ყი­დუ­ლობს წყალს და საკ­ვებს.

„ვლო­ცუ­ლობთ, რომ არ დავ­კარ­გოთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. არ გახ­ვი­დეთ გა­რეთ, სა­ნამ უსაფრ­თხო­ე­ბას არ და­ა­დას­ტუ­რე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და გუ­ბერ­ნა­ტორ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ასე­ვე ჩანს სა­ცო­ბე­ბი ჰო­ნო­ლუ­ლუს გზატ­კე­ცი­ლებ­ზე, მცხოვ­რებ­ლე­ბი შე­და­რე­ბით მა­ღალ ად­გი­ლებ­ში გა­დას­ვლას ცდი­ლო­ბენ.

აშშ-ის არ­მი­ამ და სა­ზღვაო ძა­ლებ­მა ოაჰუ­ზე, კო­ლე­კო­ლეს უღელ­ტე­ხი­ლი და სკო­ფილ­დის ბა­რა­კის ნა­წი­ლე­ბი ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის გახ­სნეს. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად მზად­ყოფ­ნა­შია ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­აც, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია Blackhawk-ის ვერ­ტმფრე­ნე­ბი.

ჰა­ვა­ი­ზე, მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცუ­ნა­მის გამო ჰი­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში კო­მერ­ცი­უ­ლი რე­ი­სე­ბიც შე­ჩერ­და, ხოლო ვა­შინგტო­ნის შტატ­ში პლა­ჟე­ბი და­ი­კე­ტა.

გუ­ა­მის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ასე­ვე მო­უ­წო­დეს მა­ცხოვ­რებ­ლებს პლა­ჟე­ბი­სა და ნავ­სად­გუ­რე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის­კენ, ხოლო ეკ­ვა­დორ­მა ევა­კუ­ა­ცი­ის ბრძა­ნე­ბე­ბი გას­ცა.

მე­ტე­ო­რო­ლოგ­მა მე­თიუ კა­პუ­ჩიმ ასე­ვე მო­უ­წო­და ამე­რი­კე­ლებს, „მზად იყ­ვნენ ვერ­ტი­კა­ლუ­რი ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის“.

აშშ-ის გე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, კამ­ჩატ­კა­ზე მომ­ხდა­რი მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რე 8.8 მაგ­ნი­ტუ­და იყო. ეს არის მე­ექ­ვსე ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მი­წისძვრა, რაც კი ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

კამ­ჩატ­კა და რუ­სე­თის შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თით, წყნა­რი ოკე­ა­ნის რგოლ­ზე მდე­ბა­რე­ობს. ეს არის გე­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­უ­რი რე­გი­ო­ნი, რო­მე­ლიც მიდ­რე­კი­ლია ძლი­ე­რი მი­წისძვრე­ბი­სა და ვულ­კა­ნუ­რი ამოფრქვე­ვე­ბის­კენ.

ასე­ვე, ით­ვლე­ბა, რომ ეს იყო ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მი­წისძვრა, რო­მე­ლიც მთელ პლა­ნე­ტა­ზე ბოლო 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და: ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში 9.1 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა მოხ­და ია­პო­ნი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით, რის შე­დე­გა­დაც 19,747 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა ან და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.

რუ­სეთ­ში, მი­წისძვრის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და - პეტ­რო­პავ­ლოვ­სკში ჩა­მო­ინ­გრა სა­ბავ­შვო ბაღი, ხოლო ცუ­ნა­მის ტალ­ღებ­მა პეტ­რო­პავ­ლოვ­სკ-კამ­ჩატ­კას მი­აღ­წია.

„სამ­წუ­ხა­როდ, სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­დე­გად არის მსხვერ­პლი. ზო­გი­ერ­თი გაქ­ცე­ვი­სას და­შავ­და, ხოლო ერთი ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტა. აე­რო­პორ­ტის ახალ ტერ­მი­ნალ­ში და­შავ­და ერთი ქალი“, - გა­ნუ­ცხა­და რე­გი­ო­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ოლეგ მელ­ნი­კოვ­მა რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „ტასს“.

რუ­სე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის გე­ო­ფი­ზი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის კამ­ჩატ­კის ფი­ლი­ალ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მი­წისძვრა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო.

რუ­სე­თის შემ­დეგ, ცუ­ნა­მის საფრ­თხე გა­მო­ცხად­და ია­პო­ნი­ა­ში, სა­დაც ფუ­კუ­ში­მას ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

პირ­და­პი­რი ეთე­რი ჰა­ვა­ი­დან:


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა