ყველაზე უცნაური დიზაინის მქონე საფეხმავლო ხიდები
მრავალი ასეული წელია ხიდი ერთ-ერთი მოთხოვნადი და რთული კონსტრუქციაა. ხიდის მშენებლებისთვის მთავარი პრიორიტეტი ხალხის უსაფრთხოებაა. ამიტომაც ბოლო დროს სწორედ საფეხმავლო ხიდები მომრავლდა ქვეითად მოსიარულეთათვის და ველოსიპედისტებისთვის, რომელიც თავისუფლად გაუწევს კონკურენციას ბევრ ცნობილ და ეფექტურ ხიდს. ინოვაციური ინჟინერიის და შთამბეჭდავი დიზაინის წყალობით, თანამედროვე ხიდები ხელოვნების ფუნქციონალურ ნიმუშად იქცა. შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს.
სკეილ ლეინის ხიდი დიდ ბრიტანეთში
ეს "მძიმეს" მსგავსი ხიდი დიდ ბრიტანეთში 2013 წელს გამოჩნდა. მხატვრის, ნაიან კულკარნის ინსტალაციით შექმნილი ხიდი გამოირჩევა მოსახვევებით, რაც გემებს საშუალებას აძლევს მდინარე ჰალზე გაიარონ. ფეხით
მოსიარულეებს კი საშუალება აქვთ დარჩნენ გადასასვლელი ხიდის მოძრავ ნაწილზე მაშინაც კი, როდესაც ის იხსნება.
მშვიდობის ხიდი კალგარიში, კანადა
მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორის სანტიაგო კალატრავას მიერ დაპროექტებული მშვიდობის ხიდი საკმაოდ შთამბეჭდავად კვეთს მდინარეს და საცხოვრებელ ადგილს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს. ნაწილობრივ დახურული ხვეული სტრუქტურა წითლად და თეთრად არის შეღებილი, კანადის დროშის ფერებში. ხიდი განკუთვნილია ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტებისთვის. გადასასვლელი დაყოფილია სამ ზოლად (ველოსიპედისტები მოძრაობენ ცენტრში).
მონ-სენ-მიშელის ხიდი საფრანგეთში
ნორმანდიის სანაპიროზე ეს ტურისტული კომპლექსი 2014 წელს გამოჩნდა, რომელიც ბორცვისა და საცალფეხო ხიდისგან შედგება და მატერიკს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცნობილ ძეგლთან - შუა საუკუნეების გამაგრებულ კუნძულ მონ სენტ-მიშელთან აკავშირებს (ამ ხიდს ყოველწლიურად 3 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს).
ხიდი ჩიკაგოშო
2004 წელს ჩიკაგოში აშენებული ეს სანახაობრივი, მიხვეულ-მოხვეული ხიდი, რომელიც უჟანგავი ფოლადის ფურცლებით არის დაფარული. გველის მსგავსი გადასასვლელი გამოირჩევა ინოვაციური ფუნქციებით, რომლებიც ამცირებს სატრანსპორტო ხმაურს ხიდზე და ასევე მის მიერ დაკავშირებულ პარკებში. საუბარია ათასწლეულის პარკზე, მეგი დალის პარკის ტბის სანაპიროზე და მის სხვა ტერიტორიებზე.
მოსეს ხიდი ჰალსტერენეში, ნიდერლანდი
ხიდების უმეტესობა ადამიანებს წყალზე სიარულის საშუალებას აძლევს, მოსეს ხიდი კი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ადამიანი ჩავიდეს წყალში და იქიდან მშრალი გამოვიდეს. როგორ ფიქრობთ, ეს შეუძლებელია? არსებობს ასეთი სასწაული სტრუქტურა; ის აშენდა 2011 წელს და ერთმანეთს უკავშირებს თხრილის ორი მხარეს. თხრილზე ხიდი გადის, რომელიც წყალში ჩადის. ხისგან აშენებული (ის წყალში არ ლპება და არ აბინძურებს), საოცარი ხიდის სტრუქტურა ისეა შექმნილი, რომ შორიდან უხილავი იყოს, შეერწყას წყლის ზედაპირს და მიმდებარე ლანდშაფტს, რაც მოსე წინასწარმეტყველის წყალზე გასვლის ამბავს მოგაგონებთ.
მილენიუმის ხიდი დიდ ბრიტანეთში
ლონდონის ათასწლეულის ხიდი, რომელიც ტემზას კვეთს, 2000 წელს გაიხსნა და მალევე დაიხურა. მოძრაობის დროს ძლიერი რხევის გამო, ხარვეზის გასწორებას 2 წელი დასჭირდა.