თეგებით ძიება

როდის მოხდა მსოფლიოს უძლიერესი მიწისძვრა?

ისტორიაში ბევრი ძლიერი მიწისძვრა ყოფილა, თუმცა 1960 წლის 22 მაისს მომხდარი ჩილეს მიწისძვრა, ასევე ცნობილი როგორც „ ჩილეს დიდი მიწისძვრა“ - სეისმოლოგიის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრად ითვლება, რომლის სიმძლავრე 9.6 მაგნიტუდა იყო. ეს მოვლენა არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკის კონტინენტს, არამედ მთელ პლანეტას შეეხო - შედეგად განვითარდა გლობალური ცუნამი, შეიცვალა მიწის ზედაპირის კონტურები და ათასობით ადამიანი დაიღუპა.

მიწისძვრა დაიწყო 1960 წლის 22 მაისს, დაახლოებით 15:11 საათზე (ადგილობრივი დროით), ჩილეს სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ვალდივიასთან ახლოს. ჩილე მდებარეობს ორ გიგანტურ ტექტონიკურ ფილას - ნასკას და სამხრეთ ამერიკის ფილას შორის. ნასკას ფილა ზღვის ქვეშ ნელ-ნელა იძირება სამხრეთ ამერიკის ფილის ქვეშ, რაც ქმნის სეისმურად აქტიურ ზონას. ათწლეულობით დაგროვილი ენერგია ერთდროულად გამოთავისუფლდა და შედეგად, ზედაპირი თითქმის 1000 კმ-ის სიგრძეზე იძრა.

მიწისძვრას მალევე მოჰყვა მასშტაბური ცუნამი, რომლის ტალღებმა 25 მეტრს მიაღწია და გაანადგურა ჩილეს სანაპირო ზოლი. ცუნამი გავრცელდა წყნარი ოკეანის აუზში და: 15 საათში მიაღწია ჰავაის კუნძულებს, სადაც დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, 22 საათში დაარტყა იაპონიას, სადაც 138 ადამიანი დაიღუპა და ათასობით შენობა დაინგრა. ასევე დააზიანა ფილიპინები, ახალი ზელანდია და დასავლეთ ამერიკის სანაპირო.

მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრა მოხდა შედარებით ნაკლებად დასახლებულ რეგიონში, მისი მასშტაბი იმდენად დიდი იყო, რომ შედეგად:

  • დაიღუპა დაახლოებით 1,600 ადამიანი (ზოგიერთი მონაცემით 2,000-მდე);
  • დაშავდა 3,000-ზე მეტი;
  • დააზარალა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი;
  • თითქმის ორი მილიონი დარჩა უსახლკაროდ;
  • ეკონომიკურმა ზარალმა შეადგინა 4-6 მილიარდი დოლარი, რაც დღევანდელი კურსით 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ზოგიერთმა სეისმოლოგმა განაცხადა, რომ დედამიწის ბრუნვის ღერძი ოდნავ აიწია, რაც აისახა დღე-ღამის სიგრძეზეც. ჩილეში მიწის ზედაპირი ზოგ ადგილას 2 მეტრით დაიწია, ხოლო სხვაგან კი აიწია. გაჩნდა ახალი წყლის სისტემები, შეიცვალა მდინარეების მიმართულებები. გაათავისუფლა იმდენი ენერგია, რაც დაახლოებით 2.7 მილიარდი ტონა ტროტილის აფეთქებას შეესაბამება.

ჩილეს მიწისძვრამ საფუძველი ჩაუყარა ახალი სტანდარტების შემუშავებას სამშენებლო კოდექსებში. სახელმწიფომ დაიწყო სეისმური რისკების შეფასება, სახლების მშენებლობაში გაჩნდა სეისმომდგრადი ტექნოლოგიები, ჩატარდა გეოლოგიური კვლევები და შეიქმნა ადრეული გაფრთხილების სისტემები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა