თეგებით ძიება

საქართველოში ინტერნეტის მომხმარებლების 93%-ს სიჩქარე 30 მბ/წმ-ზე დაბალი იყო - მსოფლიო ბანკის კვლევა

კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს მსოფლიო ბანკის კვლევის პირველად მიგნებებს, რომელთა მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის დაბალი სიჩქარე კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. კვლევა ეყრდნობა ინტერნეტის სიჩქარის გლობალური მონიტორინგის ვებგვერდ Ookla-ს სისტემაში 2021-2024 წლების განმავლობაში დაგროვილ შედეგებს.

კვლევის თანახმად, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ინტერნეტის ჩამოტვირთვის მედიანური სიჩქარე 20 მბ/წმ-ს შეადგენდა, მაშინ როცა ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 150 მბ/წმ-ს აღწევდა.

კვლევის თანახმად, სიჩქარის ტესტების 93%-ში შედეგი 30 მბ/წმ-ზე დაბალი იყო, რაც რეგიონულ ქვეყნებთან შედარებითაც პრობლემურია, მაგალითად, სომხეთში მომხმარებლების 80% იყო ამ ზღვარზე დაბლა, აზერბაიჯანში 90%, მოლდოვაში კი მხოლოდ 43%. შესაბამისად, საქართველოში მომხმარებელთა მხოლოდ 7%-ს ჰქონდა 30 მბ/წმ-ზე მაღალი ინტერნეტის სიჩქარე, მაშინ როდესაც სომხეთში ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენდა.

კვლევის თანახმად, განსხვავებული სურათია მობილური ინტერნეტის მიმართულებით: 5G-ის დანერგვის შედეგად, 2021–2024 წლებში სიჩქარის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 53% იყო, რითაც საქართველო რეგიონში ლიდერობს.

კვლევა Ookla-ს მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა და 2021–2024 წლებში დაგროვილი 7 მილიონი სიჩქარის ტესტის ანალიზს მოიცავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა