თეგებით ძიება

"სამუშაოების ღირებულება გაიზრდება, სამაგიეროდ, გაცილებით ხარისხიანი ასფალტი გვექნება“ - ირაკლი გიორგობიანი

„პროექტის ჩაბარების ვადების მხრივ ცვლილება ნაკლებად იქნება, რასაც ვერ ვიტყვი ფასის ნაწილზე, რადგან ყველა ვხვდებით, რომ ხარისხის გაუმჯობესება მეტ ფინანსებს მოითხოვს და ამ შემთხვევაშიც ასეა“, - „ბიზნესპრესნიუსთან“ ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი გიორგობიანი, აცხადებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გზის ხარისხისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს, 2026 წლიდან სახელმწიფო პროექტებში გზის საფარის ზედა ფენისთვის მოდიფიცირებული ასფალტო ბეტონის გამოყენება ვალდებულებად განსაზღვროს.

"ხარისხის გაუმჯობესება მეტ ფინანსებს მოითხოვს"

„პროექტის ჩაბარების ვადების მხრივ ცვლილება ნაკლებად იქნება, რასაც ვერ ვიტყვი ფასის ნაწილზე, რადგან ყველა ვხვდებით, რომ ხარისხის გაუმჯობესება მეტ ფინანსებს მოითხოვს და ამ შემთხვევაშიც ასეა. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, იაფფასიანი ასფალტი დავაგოთ, რადგან მას სამომავლოდ ბევრი ხარჯი აქვს, მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენება კი ამ ხარჯებსაც შეამცირებს იმდენად, რამდენადაც ის ხარისხიან შედეგს მოგვცემს და წლების განმავლობაში იქნება ექსპლუატაციაში ისე, რომ შეკეთება, ჩაკერება და ასეთი ჩარევები არ დასჭირდება.

რაც შეეხება ხარისხსა და პლუსებს, შენახვის ხარჯების შემცირების გარდა, გაიზრდება გზების კომფორტი და უსაფრთხოება, რაც მგზავრობის პროცესს უფრო მოსახერხებელს გახდის და შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობასაც. ცხადია, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი ეკონომიკურ სარგებელს ნიშნავს.

ასეთი ხარისხიანი პროდუქტის შექმნა ფინანსებსაც შესაბამისს მოითხოვს, თუმცა, სათანადო რესურსების ჩადებისა და სწორი მუშაობის შემთხვევაში, უმაღლესი რანგის ქვეყნების დონეზე მისვლა და საგზაო ინფრასტრუქტურის, ასფალტის მხრივ, მათნაირად მოწყობა შეგვიძლია. სექტორი მივიდა იქამდე, რომ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნის საშუალება და საჭიროება აქვს“, - განაცხადა გიორგობიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა