თეგებით ძიება

"ძლი­ე­რი წვი­მა, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა და­იკ­ლებს +26, +27 გრა­დუ­სამ­დე" - უახლოესი დღეების პროგნოზი ზღვისპირეთში

შავი ზღვის­პი­რეთ­ში უა­მინ­დო­ბამ სულ უფრო და უფრო შე­ა­წუ­ხა დამ­სვე­ნებ­ლე­ბი. ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, ხა­თუ­ნა ქო­ქო­სა­ძე Ambebi.ge-სთან სა­უბ­რობს, თუ რო­გორ ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში.

- ზღვის­პი­რეთ­ში, ხვალ, 7 აგ­ვის­ტოს გა­მო­ი­და­რებს და უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +29, +30 გრა­დუსს მი­აღ­წევს. 8 აგ­ვის­ტოს დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ამინ­დი ისევ გა­უ­ა­რეს­დე­ბა და 10 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით ხან­მოკ­ლე წვი­მა იქ­ნე­ბა, 9 აგ­ვის­ტოს შე­საძ­ლე­ბე­ლია ძლი­ე­რი წვი­მა, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა და­იკ­ლებს +26, +27 გრა­დუ­სამ­დე.

იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ქარი და შე­სა­ბა­მი­სად, ზღვა­ზე დიდი ტალ­ღე­ბი იქ­ნე­ბა.

- მო­სახ­ლე­ო­ბა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია ამის შე­სა­ხებ?

- არა. ჯერ კი­დევ ვაკ­ვირ­დე­ბით პრო­ცესს, თუ რო­გო­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბის ნა­ლე­ქი იქ­ნე­ბა და თუ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, ხვალ, ზეგ მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა და პრო­ცე­სი არ შე­სუს­ტდე­ბა, რა თქმა უნდა, გაფრ­თხი­ლე­ბა­საც გავ­ცემთ. თუმ­ცა 8 აგ­ვის­ტოს დღის ბო­ლო­დან 11 აგ­ვის­ტომ­დე ხან­მოკ­ლე ხა­სი­ა­თის წვი­მა ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა და ამ მხრივ, არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა,

სამ­წუ­ხა­როდ, ამ პე­რი­ოდ­ში დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი ამინ­დი იქ­ნე­ბა.

11 აგ­ვის­ტო­დან კი გა­მო­ი­და­რებს. 11 აგ­ვის­ტო­დან 16 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით შავი ზღვის სა­ნა­პი­როს უმე­ტეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, თუმ­ცა ანაკ­ლი­ა­ში და აფხა­ზე­თის სა­ნა­პი­რო ზოლ­ში 11 და 13 აგ­ვის­ტოს მცი­რე, ხან­მოკ­ლე წვი­მა იქ­ნე­ბა. 11-16 აგ­ვის­ტოს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რაც მო­ი­მა­ტებს +30. +31 გრა­დუ­სამ­დე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა