თეგებით ძიება
07. 08. 2025 ისტორია

ბათუმის 2 ათასწლიანი ისტორია: როგორ იქცა მცირე სანაპირო დასახლება თანამედროვე ევროპულ ქალაქად

ღრმა ბუნებრივი ნავსაყუდელის ნაპირას, ზღვის დონიდან 3 მეტრზე განაშენიანებული ევროპული ქალაქი - ბათუმი, რომელიც საქართველოს მეორე უმსხვილესი ქალაქია მოსახლეობის მხრივ, მდიდარი ისტორია აქვს. ბათუმის სახელწოდება სწორედ მის

მდებარეობას უკავშირდება (ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „ღრმა“). ქალაქი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება, განსაკუთრებით ბოლო 2 ათწლეულია. იმ ფონზე, როდესაც ქართული ქალაქების დიდი ნაწილი სულ უფრო მცირდება მოსახლეობით, ბათუმი თბილისთან ერთად ყოველწლიურად იზრდება (ამჟამად 185,000 მოსახლე).

ბათუმის სახელწოდება მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან მომდინარეობს: ბერძნულად „Βαθύς λιμήν“ ნიშნავს „ღრმა ნავსაყუდელს“, რაც ქალაქის უნიკალურ ბუნებრივ ფორმაციას უსვამს ხაზს. სწორედ ეს გეოგრაფიული თავისებურება იყო ძვ.წ. IV საუკუნეში ბერძნულ-რომაული სავაჭრო კოლონიების გაჩენის საფუძველი. აქედან დაიწყო ბათუმის ურბანული განვითარების პირველი ტალღა, როცა ქალაქი მნიშვნელოვან პორტად ჩამოყალიბდა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე.

მოცემული რეგიონი საუკუნეების განმავლობაში იცვლიდა პოლიტიკურ კუთვნილებას. შუა საუკუნეებში ბათუმი ჯერ აფხაზთა (ეგრისის) სამეფოს ნაწილი გახდა, შემდეგ ოდიშისა და გურიის სამთავროებს ეკუთვნოდა. 1614 წელს კი ქალაქი ოსმალეთის იმპერიის მმართველობაში გადავიდა და თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში ოსმალურ კულტურულ და არქიტექტურულ გავლენას განიცდიდა. ეს იყო შედარებით დაღმასვლის პერიოდი ქალაქისთვის, თუმცა პორტის მნიშვნელობა უცვლელი დარჩა. 

ქალაქის პოპულარობა გაიზარდა 1870-იან წლებში ბათუმი- თბილისის დამაკავშირებელი რკინიგზის გაყვანის შემდეგ. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი 1920-იან წლებში დიდი წინააღმდეგობის შემდეგ ბოლშევიკებმა დაიკავეს.

საბჭოთა მმართველობის პერიოდში ბათუმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ცენტრად იქცა. 1927, 1933 და 1956 წლებში შედგა ქალაქის გენერალური გეგმა, რომლის ფარგლებშიც აშენდა ახალი შენობები საბჭოთა მოდერნიზმისა და სოციალისტური კლასიციზმის სტილში.

ამ პერიოდში აშენდა:

  • ბათუმის დრამატული თეატრი;
  • საზღვაო აკადემია;
  • პედაგოგიური ინსტიტუტი;
  • მრავალი საწარმო და ფაბრიკა, რაც ადგილობრივ დასაქმებას უწყობდა ხელს.

ინდუსტრიალიზაციამ ხელი შეუწყო მოსახლეობის სწრაფ ზრდას — ბათუმი იქცა შრომის ბაზრის მნიშვნელოვან ცენტრად დასავლეთ საქართველოში.

ბოლო 20 წლის მანძილზე ბათუმი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დამშვენდა. ამოქმედდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, ინტენსიური გახდა თანამედროვე ტიპის სასტუმროების, საცხოვრებელი კორპუსების და სავაჭრო-გასართობი ობიექტების მშენებლობა. მიუხედავად მაღალ სართულიანი შენობების მშენებლობისა, ბათუმი მწვანე ზონების ნაკლებობას არ უჩივის. კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა ბათუმის ბულვარი, რომლის ჯამური სიგრძეც 7 კილომეტრს აღწევს.

14 ადმინისტრაციულ ერთეულად დაყოფილი, 65 კვ.კმ.-ის ფართობის ბათუმი თავის პორტით შავ ზღვაზე, დასავლურ სამყაროს უკავშირდება და ერთგვარ „შავი ზღვის კარიბჭეთ“ იქცევა. 2022 წელს World Travel Awards-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციით: ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ადგილი ევროპაში“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა