თეგებით ძიება

ახალ გუდაურში გონდოლამდე მისასვლელი გზის აღდგენა იგეგმება - რა დაჯდება პროექტი?

ახალ გუდაურში გონდოლამდე მისასვლელი გზის აღდგენა იგეგმება, - ამის შესახებ ირკვევა მთავრობის განკარგულებიდან.

დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ღირებულება 860 596 ლარია. ფინანსთა სამინისტროს დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული თანხის გამოყოფა დაევალა.

„მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრიდან ახალ გუდაურში გონდოლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია-მშენებლობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დუშეთის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 860 596 ლარი“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა