"ძლიერი წვიმა, ზღვაზე მოსალოდნელია ტალღის სიმაღლის 3 ბალამდე მომატება" - კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს.
"8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართველოში (აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო) მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი, პერიოდულად შესაძლებელია ქარის ქარის გაძლიერება 12–17 მ/წმ-მდე.
სანაპირო ზოლში - 8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს, შესაძლებელია ძლიერად, ზღვაზე მოსალოდნელია ტალღის სიმაღლის 3 ბალამდე მომატება.
აღმოსავლეთ საქართველოში- მხოლოდ ზოგან არის შესაძლებელი ხანმოკლე წვიმა ელჭექით, საღამოს საათებში შესაძლებელია სეტყვა, ასევე აღმოსავლეთში ნანატრი შედარებით დაბალი ტემპერატურა 10 აგვისტოდან დადგება.
მეტეოროლოგიური გაფრთხილება! მოსალოდნელი რთული მეტეო პირობების გათვალისწინებით, 8 აგვისტოს დღის ბოლოდან - 10 აგვისტოს საღამომდე, დასავლეთ საქართელოში შესაძლებელია განვითარდეს სტიქიური პროცესები", - წერს მეტეოროლოგი.