თეგებით ძიება

ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს - ევაკუირებულია ათასობით მოსახლე, 250 მეხანძრეს ცეცხლის ჩაქრობაში ვერტმფრენები ეხმარებიან (ფოტოები)

უკვე მე­ო­რე დღეა ლოს-ან­ჯე­ლე­სის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე მთი­ან რა­ი­ონ­ში ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს. კერა თავ­და­პირ­ვე­ლად კა­ნი­ონ­ში გაჩ­ნდა და ხუთ სა­ათ­ში 2.3 კვად­რა­ტულ მილ­ზე მეტი ფარ­თო­ბი მო­იც­ვა.

ვენ­ტუ­რას ოლ­ქის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, გან­ხორ­ცი­ელ­და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია.

ამ­ჟა­მად ცე­ცხლი ლოს-პად­რე­სის ეროვ­ნულ ტყე­ში მდე­ბა­რე წყალ­სა­ცა­ვის, პი­რუს ტბის სამ­ხრე­თით მძვინ­ვა­რებს. ხან­ძარ­მა ექვს სა­ათ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15 კვად­რა­ტუ­ლი მილი გა­ა­ნად­გუ­რა და 50 000 ადა­მი­ანს ევა­კუ­ა­ცი­ის ბრძა­ნე­ბა მი­ე­ცა.

ვენ­ტუ­რას ოლ­ქის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის, ენ­დრიუ და­უ­დის თქმით, ევა­კუ­ა­ცი­ის ბრძა­ნე­ბა მი­ე­ცა ლოს-ან­ჯე­ლე­სის ოლ­ქში მცხოვ­რებ და­ახ­ლო­ე­ბით 4200 მო­სახ­ლეს და ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი იქნა 1400 შე­ნო­ბა.

კი­დევ 12500 მო­სახ­ლე ევა­კუ­ა­ცი­ას ელო­დე­ბა.

და­უ­დის თქმით, ხან­ძა­რი „ძა­ლი­ან დი­ნა­მი­უ­რი“ იყო, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ცხე­ლი, მშრა­ლი ამინ­დით, ცი­ცა­ბო და უხე­ში რე­ლი­ე­ფით.

ად­გილ­ზე 250 მე­ხან­ძრე იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლე­ბიც ვერ­ტმფრე­ნებ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ.

ახა­ლი ხან­ძა­რი ცენ­ტრა­ლურ კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში წლის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ ხან­ძრად იქცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა