თეგებით ძიება

სურამის შემოვლითი გზა დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა

ზემო ოსიაური–ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთის (სურამის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და გზა დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადასტურებს.

სამინისტროს მიხედვით, ახალი, 6.4 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალის მონაკვეთზე აშენდა 11 ხიდი და 5 გვირაბი. ეს მონაკვეთი ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა, გვერდს უვლის სურამსა და ჩუმათელეთს და უერთდება რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს.

სამშენებლო სამუშაოები მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 265 მილიონი ლარი შეადგინა.

სურამის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ ავტოტრანსპორტი ისარგებლებს თბილისიდან სამტრედიამდე 230 კმ უწყვეტი ჩქაროსნული გზით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა