ივლისში საქონლის ექსპორტი 11%-ით შემცირდა
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ივლისში საქონლის ექსპორტი წლიურად 10.9%-ით შემცირდა და 609.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ.
„საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ივლისში საქონლის ექსპორტი წლიურად 10.9%-ით შემცირდა 609.1 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 10.4%-იანი ზრდის შემდეგ.
ასევე, საქონლის იმპორტი წლიურად 6.7%-ით შემცირდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 4.4%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, ივლისში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 3.3%-ით შემცირდა 854.9 მლნ აშშ დოლარამდე.
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ივლისში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 6.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 8.9%-ით გაიზარდა 3.8 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 10.8%-ით გაიზარდა და 10.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, სურათების / ნახატების ერთჯერადი იმპორტის გამორიცხვით, მთლიანი იმპორტი წლიურად 5.6%-ით, ხოლო სავაჭრო დეფიციტი წლიურად 3.6%-ით გაიზარდა 2025 წლის იანვარ-ივლისში“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.