თეგებით ძიება

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 634%-ით გაიზარდა

2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 634%-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თუ 2024 წლის 7 თვეში ქვეყანამ მხოლოდ 3.558 მლნ დოლარის დენი იყიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 26.117 მლნ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ წელს ელექტროენერგიის მთავარი იმპორტიორი აზერბაიჯანი იყო, სადაც საქართველომ იანვარ-ივლისში 21.206 მლნ დოლარის ღირებულების დენი იყიდა.

მეორე ადგილზეა სომხეთი - 4.329 მლნ დოლარის ღირებულებით და მესამეზე რუსეთი, სადაც 581 ათასი დოლარის ელექტროენერგიის შესყიდვა განხორციელდა.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. თუ 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 45.821 მლნ დოლარის ღირებულების დენი გაყიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 22.489 მლნ დოლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქართული დენის ძირითადი შემსყიდველი თურქეთი იყო - 18.385 მლნ დოლარით. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 2.229 მლნ დოლარით, 1.733 მლნ დოლარის ელექტროენერგია გავიდა სომხეთში, რუსეთში კი მხოლოდ 141 ათასი დოლარის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა