თეგებით ძიება

21 აგვისტოს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 21 აგვისტოს ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, დარიალის და ბერძენიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, ნუგზარ საჯაიას, ზურაბ ავალიშვილის, ყიფშიძის, ირაკლი აბაშიძის, კოკა კლდიაშვილის, მირცხულავას, ბაზალეთის, ფალიაშვილის  და არაყიშვილის  ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III მიკრო რაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, ჯავახეთის, ვიქტორ კუპრაძის, ლადო კოტეტიშვილის, ვიქტორ დოლიძის, ილია სუხიშვილის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, მირიან მეფის, გიორგი ბრწყინვალის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა