2025 წლის იანვარ-ივნისში ვიდეოჯარიმებით 77 მლნ ლარის ჯარიმები გამოიწერა
2025 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს მასშტაბით, 1 297 753 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ამის შესახებ შსს-ს ოფიციალური სტატისტიკიდან ვიგებთ.
ვიდეოჯარიმების ყველაზე დიდი რაოდენობა დედაქალაქ თბილისში გამოიწერა, ყველაზე მცირე კი - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში.
კერძოდ, ვიდეოჯარიმების განაწილება, რეგიონების მიხედვით, ასე გამოიყურება:
- თბილისი - 630 086 (39 605 230 ლარი);
- შიდა ქართლი - 143 020 (7 765 900 ლარი);
- ქვემო ქართლი - 115 846 (6 463 520 ლარი);
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 103 608 (5 492 410 ლარი);
- აჭარა - 103 256 (6 734 030 ლარი);
- იმერეთი - 51 755 (2 999 900 ლარი);
- კახეთი - 46 240 (2 727 400 ლარი);
- გურია - 42 042 (2 361 200 ლარი);
- სამცხე-ჯავახეთი - 36 338 (1 947 050 ლარი);
- მცხეთა-მთიანეთი - 25 470 (1 383 350 ლარი);
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 92 (7 500 ლარი).
მონაცემების მიხედვით, წლევანდელ იანვარ-ივნისის პერიოდში, ვიდეოჯარიმის მეშვეობით, 77 487 490 ლარია გამოწერილი.