თეგებით ძიება

თბილისის მერია 7.412 მლნ ლარის მანქანებს ყიდულობს - რა დაუჯდება ერთი ერთეული?

თბილისის მერია ახალ მსუბუქ მანქანებს ყიდულობს. ქალაქის მთავრობამ აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში წინადადებების მიღება 17 სექტემბერს დაიწყება და 22 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 7 412 300 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ჯამში მერიამ 100 ერთეული მსუბუქი მანქანა უნდა იყიდოს, შესაბამისად, გამოდის, რომ მერიას ერთი მანქანის შეძენა დაახლოებით, 74 ათასი ლარი დაუჯდება.

ტექნიკური პარამეტრების მიხედვით, მანქანა უნდა იყოს აუცილებლად ჰიბრიდი, მარცხენასაჭიანი, მინიმუმ 50 კმ-ს გარბენით, გამოშვების წელი კი 2025 წელი. რაც შეეხება ფერს, დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ის შემსყიდველთან შეთანხმებით გადაწყდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა