თეგებით ძიება

რა მიზნით სტუმრობენ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს - განახლებული მონაცემები

დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა კმაყოფილების მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობის ძირითადი მოტივაცია და ინტერესები მრავალფეროვანია. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წერს.

ინფორმაციის თანახმად, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას, ვიზიტორთა მიზნები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ველურ ბუნებაში ლაშქრობა - 39%;
  • ბიომრავალფეროვნების გაცნობა - 30%;
  • კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა - 11%;
  • რეკრეაცია - 11%;
  • სამეცნიერო საქმიანობა - 3%.

ტურების ტიპებიდან ვიზიტორები საფეხმავლო მარშრუტებს ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო ვიზიტორთა 50% მოგზაურობს მეგობრებთან ერთად, 43% – ოჯახთან ერთად, ხოლო 7% - მარტო.

აღნიშნული მონაცემები ადასტურებს, რომ დაცული ტერიტორიები იზიდავს როგორც ბუნების და აქტიური დასვენების მოყვარულებს, ისე კულტურული მემკვიდრეობისა და სამეცნიერო კვლევების ინტერესის მქონე ვიზიტორებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა