თეგებით ძიება

რკონის ხეობა მუნიციპალურ ცენტრს ახალი გზით დაუკავშირდება - დეტალები

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეფისქალაქი–რკონის საავტომობილო გზის დაახლოებით 9-კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ 4 – კმ 13) რეაბილიტაციაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობის გასაუმჯობესებლად, გზის მონაკვეთზე ჩატარდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გზის საფარი ძირითადად ხრეშოვანია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.

ცნობისთვის, მეფისქალაქი–რკონის საავტომობილო გზა კასპის მუნიციპალიტეტს აკავშირებს ტურისტულად მნიშვნელოვან რკონის ხეობასთან, ხოლო სოფლებს — რკონს, ჩაჩუბეთსა და ერთაწმინდას — მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან. შესაბამისად, გზის მოწესრიგება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტული გადაადგილებისთვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა