თეგებით ძიება
30. 08. 2025 ისტორია

ტრაპიზონის აიასოფიას ტაძარი - რა იცი მასზე?

აია-სოფიას ტაძარი ან მცირე აია-სოფია - გვიანი ბიზანტიური არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლი ტრაპიზონში. ცნობილია XIII საუკუნის ფრესკებით. ტაძარი მდებარეობს ტრაპიზონის ისტორიული ცენტრიდან დასავლეთით. ტაძარი გადაკეთებულია მეჩეთად. ამჟამად იქ მდებარეობს მეჩეთი.

ტაძარი აგებულია ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორ მანუელ I-ის მმართველობის პერიოდში (1238-1263 წწ.). სამრეკლოს მშენებლობა დაიწყო 1426 წელს, ალექსი IV-ის მმართველობის დროს და დაასრულა მისმა მემკვიდრემ, იოანე IV-მ (1429-1459 წწ.). 1461 წელს მეჰმედ II-მ დაიპყრო ტრაპიზონის იმპერია და ტაძარი მეჩეთად გადააკეთა. ტაძრის შენობა პირველი მსოფლიო ომის დროს ასრულებდა სამხედრო ჰოსპიტალის დანიშნულებას.

1964 წლამდე ტაძარში კვლავ მეჩეთი მოქმედებდა. 1964 წელს დასრულდა 1958 წელს დაწყებული რესტავრაცია და ტაძარში მუზეუმი გაიხსნა.

ტაძარი დავის საგანს წარმოადგენდა, სადავოა მისი ფუნქციონირების კუთხით, თურქეთში ნაწილს სურს მისი როგორც მუზეუმის სახით ფუნქციონირება, ნაწილს კი მეჩეთის სახით, ამის გამო სასამართლო დავებიც იყო. დღეს აია სოფიას ტაძარში მეჩეთი ფუნქციონირებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა