თეგებით ძიება

ჰოლანდიელები 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდნენ - რა შედეგი გამოიღო მოდელის დანერგვამ?

ოთხდღი­ა­ნი სა­მუ­შაო კვი­რა ნი­დერ­ლან­დებ­ში თით­ქმის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ფუძნ­და.

ევ­როს­ტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, ნი­დერ­ლან­დებ­ში 20-დან 64 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი კვი­რა­ში სა­შუ­ა­ლოდ მხო­ლოდ 32.1 სა­ათს მუ­შა­ო­ბენ თა­ვი­ანთ ძი­რი­თად სამ­სა­ხურ­ში, ეს კვი­რა­ში 4 სა­მუ­შაო დღეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა - ეს ყვე­ლა­ზე მოკ­ლე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია მთელ ევ­რო­კავ­შირ­ში.

სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი ათა­სო­ბით თა­ნამ­შრო­მე­ლი ახლა თა­ვის სა­მუ­შაო სა­ა­თებს მხო­ლოდ 4 დღემ­დე ამ­ცი­რებს, პა­რას­კე­ვი კი თა­ვი­სუ­ფალ დღედ ით­ვლე­ბა.

„ოთხდღი­ა­ნი სა­მუ­შაო კვი­რა ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გახ­და. მე ხუთი დღე ვმუ­შა­ობ და ზოგ­ჯერ ხუთი დღის მუ­შა­ო­ბის გამო მა­მოწ­მე­ბენ!“, - აცხა­დებს ჰო­ლან­დი­უ­რი ბან­კის ING-ის ეკო­ნო­მის­ტი ბერტ კო­ლი­ნი.

თუმ­ცა ეს ყო­ველ­თვის ასე არ იყო. ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნი­დერ­ლან­დებ­ში ოჯა­ხის მთა­ვა­რი მარ­ჩე­ნა­ლი მა­მა­კა­ცი იყო, სა­ნამ ქა­ლე­ბი 1980-იან და 1990-იან წლებ­ში ქა­ლებ­მა ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე არ და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა.

ამან წარ­მოშ­ვა ე.წ. „ერ­თნა­ხე­ვა­რი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის მო­დე­ლი“ - ერთი მშო­ბე­ლი სრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თით, მე­ო­რე კი ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მა წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი იყო სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბით.

ახლა ეს მო­დე­ლი მე­ინ­სტრი­მუ­ლი გახ­და. მა­მე­ბიც სულ უფრო ხში­რად იყე­ნე­ბენ „მა­მის დღეს“ ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვის­თვის და პარტნი­ო­რებ­თან შე­თავ­სე­ბით, უფრო მოკ­ლე სა­მუ­შაო კვი­რებს ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ.

შემ­ცი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის გამო, კრი­ტი­კო­სე­ბი ხში­რად ეკო­ნო­მი­კურ კო­ლაფსს პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, მაგ­რამ ნი­დერ­ლან­დე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს. სა­ა­თე­ბის შემ­ცი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ნი­დერ­ლან­დე­ბი კვლავ ევ­რო­პის ერთ-ერთ უმ­დიდ­რეს ქვეყ­ნად რჩე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ბელ­გია არის პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა ევ­რო­პა­ში, სა­დაც 4-დღი­ა­ნი სა­მუ­შაო კვი­რა და­ა­კა­ნო­ნეს. კა­ნო­ნი 2023 წლის 21 ნო­ემ­ბერს შე­ვი­და ძა­ლა­ში და და­საქ­მე­ბუ­ლებს მის­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვად გა­და­ე­წყვი­ტათ კვი­რა­ში 4 დღეს იმუ­შა­ვებ­დნენ თუ 5 დღეს.

მსგავ­სი მო­დე­ლი და­ი­ტეს­ტა ის­ლან­დი­ა­ში - 2500 სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა კვი­რის სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი 40-დან 35-მდე შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ. მათ ანა­ზღა­უ­რე­ბა არ და­აკ­ლდათ. შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ გა­ი­ზარ­და და­საქ­მე­ბულ­თა პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბაც და კე­თილ­დღე­ო­ბაც.

მსგავ­სი სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს ლი­ე­ტუ­ვას, გერ­მა­ნი­ას და ეს­პა­ნეთ­საც.

2022 წელს ლი­ე­ტუ­ვამ სა­ჯა­რო სექ­ტო­რის კონ­კრე­ტულ სეგ­მენ­ტში კონ­კრე­ტულ სეგ­მენ­ტში 4 დღი­ა­ნი სა­მუ­შაო პროგ­რა­მა აა­მოქ­მე­და.

თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც 3 წლამ­დე ბავ­შვე­ბი ჰყავთ, უფ­ლე­ბა აქვთ ისარ­გებ­ლონ 32-სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო კვი­რით ხელ­ფა­სის შემ­ცი­რე­ბის გა­რე­შე. პო­ლი­ტი­კის მი­ზა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა, სტრე­სის შემ­ცი­რე­ბა და ოჯა­ხუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის და­ბა­ლან­სე­ბა.

წყა­რო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა