თეგებით ძიება

რა ვნახოთ ვენაში? - ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ

ვენა პირველივე ნახვით მოგხიბლავთ . ამ ქალაქში ყველას შეუძლია გაერთოს – ხელოვნების, ბუნების თუ ხმაურიანი წვეულებების მოყვარულს . ავსტრიის დედაქალაქი საცხოვრებლად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ ქალაქად არის მიჩნეული, მაგრამ ამავდროულად ადგილობრივი მოსახლეობა  ცხოვრების დონესა და ხელისუფლებაზე ჩივილსაც ახერხებს . სტუმრებს კი  მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ აღფრთოვანდნენ ვენის სილამაზითა და ორიგინალურობით ! ჩვენ შევადგინეთ ყველაზე საინტერესო ადგილების სია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

წმინდა შტეფნის ტაძარი

ავსტრიისა და ვენის მთავარი სიმბოლო – წმინდა შტეფნის ტაძარი გულგრილს არავის დატოვებს. სტეფანე პირველწმინდა ერთ-ერთი პირველთაგანია ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგან, რომელმაც მისთვის სიცოცხლე გაწირა. ამ არაჩვეულებრივ, გოთიკური სტილის შენობაში ინახება საკულტო ნივთები, ხელოვნების ნიმუშები და უძვირფასესი რელიკვიები.

ჰოფბურგის დიდებული სასახლე - Hofburg Palace

ყველა ტურისტმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს მისი დიდებულება. ეს ჰაბსბურგების დინასტიის იმპერატორთა ზამთრის სასახლეა და თუ გსურთ მათი სამყაროს და ავსტრიის ისტორიის ახლოდან გაცნობა, მას აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

შენობაში ნახავთ: ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომელიც 1723-1735 წლებში აშენდა; რომისა და ავსტრიის იმპერიათა რეგალიებს და სხვა ძვირფასი ნივთებს; სისის მუზეუმს – ეს იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მეუღლის, ელისაბედ ბავარიელის მეორე სახელია, რომელსაც ახლობლები ეძახდნენ. სისი აღიარებული იყო როგორც ახალგაზრდობისა და სილამაზის ეტალონი; საკონფერენციო დარბაზს, სადაც სხდომებს იმპერატორი უძღვებოდა.

ბელვედერის კომპლექსი – Belvedere Palace

იტალიურად Belvedere ბელვედერეს მუზეუმი “საუცხოო ხედს” ნიშნავს და მართლაც, აქედან არაჩვეულებრივი ხედი იშლება ვენაზე. ეს არიტექტურისა და ლანდშაფტის არაჩვეულებრი ნაზავია, რომელიც ცნობილი მხედართმთავრის, პრინც ევგენი სავოიელის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა.

აქ განთავსებულია: სამხატვრო მუზეუმები, სადაც შეხვდებით მონეს, ვან გოგის, რენუარის, აგრეთვე, სახელგანთქმული გუსტავ კლიმტის ყველასთვის ცნობილ ტილოს – “კოცნა”. ასევე ნახავთ ოქროს დარბაზებს, გროტესკის დარბაზს არაჩვეულებრივი ორნამენტებით, სასახლის საჯინიბოებს და საგამოფენო დარბაზად გადაქცეული ორაჟერეას.

ბუნებისმეტყველების მუზეუმი – Museum of Natural History Vienna

ეს მუზეუმი მსოფლიო 10 საუკეთესო მუზეუმს შორისაა შესული. ის 1889 წელს გაიხსნა და 20 მილიონ ექპონატზე მეტს იტევს. აქ ნახავთ უიშვიათეს არქეოლოგიურ ძეგლებს, გადაშენებული ცხოველების ჩონჩხებს და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ძველ ფერწერულ ტილოებს მათ გვერდით. ამ მუზეუმში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი და ნამდვილი სანახაობა გელით წინ. ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები ბავშვებისთვის და ასევე დინოზავრებზე ნადირობაც კი შესაძლებელია.

 მოცარტის სახლ-მუზეუმი – აქ სახელგანთქმული ავსტრიელი კომპოზიტორი 1784-1787 წლებში ცხოვრობდა და ამ სახლში მან ოპერა “ფიგაროს ქორწინება” დაწერა. მოცარტი ამ ბინაში მეგობრებთან ერთად უკრავდა, ცეკვავდა, თამაშობდა ბანქოსა და ჭადრაკს. მან ამ ბინაში გაატარა ყველაზე მეტი დრო და ცხოვრების საუკეთესო წლები. მუსიკის მოყვარულთათვის, და არა მარტო, ეს საუკეთესო რამაა რასაც ნახავთ.

ეს რის იმ მუზეუმების მცირე ჩამონათვალი, რასაც ვენაში ნახავთ, თუმცა არანაკლებ საინტერესოა სხვა დანარჩენიც : მედიცინის ისტორიის მუზეუმი, ტექნიკის მუზეუმი, ფროიდის მუზეუმი, გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, ყავის მუზეუმი, ილუზიების მუზეუმი, ცირკისა და კლოუნადის მუზეუმი, გლობუსების მუზეუმი, ზღვის სახლი, შეშლილთა კოშკი – ანუ პათოლოგანატომიის მუზეუმი, კრიმინალისტიკის მუზეუმი და სხვა.

ვენის ფილარმონია – Vienna Philharmonic

აქ კონცერტი პირველად 1870 წელს შედგა და მას შემდეგ აქტუალურობას არ კარგავს. ხშირად გამოდის ხოლმე ვენის ფილარმონიის მსოფლიოში სახელგანთქმული ორკესტრი და ასევე მასპინძლობს მოწვეულ კოლექტივებსაც. ვენის ფილარმონიის ოქროს დარბაზი 1744 მაყურებელს იტევს და ის გამოირჩევა არაჩვეულებრი და სუფთა აკუსტიკით. აქ ასევე არის სხვა დარბაზებიც: ბრამსის, ლითონის, შუშის, ხისა და ვის დარბაზები, სადაც ყველა სახეობის მუსიკის მოსმენაა შესაძლებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა