Google-მა სასამართლო წააგო და ნახევარი ტრილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა - პირადი მონაცემები უკანონოდ გამოიყენეს
სან-ფრანცისკოს სასამართლომ Google-ს თითქმის ნახევარი ტრილიონი აშშ დოლარის ჯარიმა დააკისრა იმისთვის, რომ ადამიანებზე უკანონო თვალთვალს ახორციელებდა.
Associated Press-ის მიხედვით, კომპანიას 425.7 მლრდ აშშ დოლარის გადახდა მოუწევს, რადგან 8-წლიანი პერიოდის განმავლობაში ადამიანებზე, სმარტფონების მეშვეობით, უკანონო თვალთვალს ასრულებდა.
Google ადამიანებს უთვალთვალებდა და მათი პირადი მონაცემები გამოიყენა
კერძოდ, საქმე ეხება 2016 წლის 1-ლი ივლისიდან 2024 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდს, როცა კომპანიამ თვალთვალისთვის ჯამში 98 მლნ სმარტფონი გამოიყენა.
ბრალდების მხარის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ Google-მა სმარტფონებიდან, მომხმარებლების ნებართვის გარეშე, მონაცემები შეაგროვა და ის ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული რეკლამებისთვის გამოიყენა. აღნიშნული სტრატეგიით, კომპანიამ მილიარდობით აშშ დოლარის დამატებითი შემოსავალი მიიღო.
„ეს გადაწყვეტილება არასწორად აღნიშნავს იმას, თუ როგორ მუშაობს ჩვენი პროდუქტები და გასაჩივრების პროცესს აუცილებლად დავიწყებთ. ჩვენი კონფიდენციალურობის ინსტრუმენტები ადამიანებს აძლევს კონტროლს საკუთარ მონაცემებზე და როდესაც ისინი პერსონალიზაციას გამორთავენ, მათ ამ არჩევანს ყოველთვის პატივს ვცემთ“, - ეს Google-ის პოზიციაა.