რომელია 10 ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი მსოფლიოში?
კომპაქტური ქალაქ-სახელმწიფოებიდან დაწყებული - კუნძულოვანი ქვეყნებით დამთავრებული, მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს ერთი რამ აერთიანებს - შეზღუდული მიწის ფართობი.
მსოფლიოს 20 ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიიდან 13 კუნძულია.
visualcapitalist -მა აშშ-ის აღწერის ბიუროს მონაცემების საფუძველზე წარმოადგინა 2025 წლის მონაცემები, სადაც მიწის ფართობი ერთ სულ მოსახლეზე იმდენად შეზღუდულია, რომ მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიულ ერთეულებად მიიჩნევიან.
მსოფლიოს ყველაზე დასახლებულ წერტილად ჩინეთის რეგიონი, მაკაო ითვლება, სადაც კვადრატულ კილომეტრზე 23,167 მოსახლეა.
ჩინეთის ეს ნახევრად ავტონომიური რეგიონი მჭიდროდ არის დასახლებული, აზარტული თამაშების პოპულარობის გამო. ბოლო 25 წლის განმავლობაში, მოსახლეობა 33 კმ² ფართობზე 185,000 მოსახლით გაიზარდა.
შემდეეგია - მონაკო 16,024 მოსახლით/კმ²-ზე. მიუხედავად იმისა, რომ მონაკოში ბევრი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს, აქ მიწა ძალიან შეზღუდულია ერთ სულ მოსახლეზე. შედეგად, მონაკო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონების ბაზრის სამშობლოა.
რეიტინგში არიან სინგაპური და ჰონგ-კონგიც.
რომელია ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილები მსოფლიოში
როგორც ვხედავთ, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილების უმეტესობა კუნძულოვანი ქვეყნები ან მცირე ტერიტორიებია. აღსანიშნავია, რომ სინტ-მარტენს, მალტას და ბერმუდის კუნძულებს თითოეულში კვადრატულ კილომეტრზე 1,300-ზე მეტი მოსახლე ჰყავს.
მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების ათეული ასე გამოიყურება:
- აზია, მაკაო - 23,167 მოსახლე კვარდატულ კილომეტრზე
- ევროპა, მონაკო - 16,024 მოსახლე კვარდატულ კილომეტრზე
- აზია, სინგაპური - 8,576 მოსახლე კვარდატულ კილომეტრზე
- აზია, ჰონგ კონგი - 6,809 მოსახლე კვარდატულ კილომეტრზე
- ახლო აღმოსავლეთი, ღაზას სექტორი - 6,069 მოსახლე კვარდატულ კილომეტრზე
- ევროპა, გიბრალტარი - 4,248 მოსახლე კვარდატულ კილომეტრზე
- ახლო აღმოსავლეთი - ბაჰრეინი 2,078 მოსახლე კვარდატულ კილომეტრზე
- ევროპა. მალტა - 1,651 მოსახლე კვარდატულ კილომეტრზე
- ჩრდილოეთ ამერიკა, სინტ მარტენი - 1,375 მოსახლე კვარდატულ კილომეტრზე
- ჩრდილოეთ ამერიკა, ბერმუდის კუნძულები - 1,352 მოსახლე კვარდატულ კილომეტრზე
წყარო: visualcapitalist.com