თეგებით ძიება

მიუსაფარი ცხოველების საპილოტო პროგრამით, 1 584 ძაღლი და კატა ბუნებრივ არეალში დაბრუნდა - სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 584 ძაღლი/კატა ბუნებრივ არეალში დაბრუნდა. მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 1819 ცხოველიდან ეკიპაჟის წევრებმა ბუნებრივ არეალში დააბრუნეს 1584, ხოლო 235 - ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაბრუნდება.

ცხოველებს ჩაუტარდა შემდეგი მანიპულაციები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; 1 791 ძაღლს/კატას გაუკეთდა იდენტიფიკაცია, დაედო საყურე ნიშანი (28 ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დადებული საყურე ნიშანი); 1 677 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია.

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.

აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. პროგრამა პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა