მეტროსადგური "სამედიცინო უნივერსიტეტი" დროებით დაიკეტა
მეტროსადგური "სამედიცინო უნივერსიტეტი" უამინდობის გამო დროებით დაიკეტა. აღნიშნულის შესახებ "ბიზნე4სპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
ცნობისთვის დღეს დილის საათებში, ძლიერი წვიმის გამო მეტროსადგურში წყალი შევიდა.
სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, დროებით, სანამ მეტროსადგურის ტერიტორია მოწესრიგდება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სადგური დაეკეტათ. ამ ეტაპზე კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ თუ როდის გაიხსნება მეტროსადგური.