თეგებით ძიება

აგვისტოში ბინების ტრანზაქციები შემცირდა, გაყიდული ბინების ღირებულება $225 მლნ-მდე გაიზარდა

აგვისტოში თბილისში 2,889 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 8.8%-იანი კლება დაფიქსირდა.

Colliers Georgia-ს საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 0.7%-ით, 225 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

აგვისტოში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 6.4%-ით შემცირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 11.1%-ით შემცირდა, მეორეულ ბაზარზე კი 0.2%-იანი კლება დაფიქსირდა. ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა კი 15.3%-ით შემცირდა.

მიმოხილვაში წარმოდგენილია დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში აგვისტოში ბინების ფასის ცვლილების მაჩვენებელი. მათი ინფორმაციით, ამ პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით გარეუბნებში 12.2%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში - 7.6%-ით, ხოლო ფართო ცენტრში 19.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასის 31%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი 5.7%-ით გაიზარდა.

ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით გარეუბნებში 11.1%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრში 1.2%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 20.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის ცენტრში თვის ჭრილში ცოტა რაოდენობის ტრანზაქცია რეგისტრირდება, რის გამოც საშუალო შეწონილი ფასი მნიშვნელოვნად იცვლება“, - განმარტავენ Colliers Georgia-ში.

შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა