როგორია ბინების ფასები თბილისის უბნების მიხედვით - „თიბისი კაპიტალის“ კვლევა
2025 წლის აგვისტოში, თბილისში 2 823 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 10%-იანი კლებაა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევიდან ვიგებთ.
ანალიზის მიხედვით, საშუალო შეწონილი ფასით, ბინები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე ღირს, ხოლო ყველაზე იაფი - სამგორში. გთავაზობთ ბინების ფასებს, უბნების მიხედვით:
- მთაწმინდა - 2 255 აშშ დოლარი (34%-იანი ზრდა);
- ვაკე - 2 011 აშშ დოლარი (6%-იანი ზრდა);
- საბურთალო - 1 512 აშშ დოლარი (3%-იანი ზრდა);
- ჩუღურეთი - 1 412 აშშ დოლარი (9%-იანი ზრდა);
- დიდუბე - 1 372 აშშ დოლარი (17%-იანი ზრდა);
- კრწანისი - 1 345 აშშ დოლარი (5%-იანი კლება);
- ისანი - 1 182 აშშ დოლარი (0%-იანი დინამიკა);
- ნაძალადევი - 1 140 აშშ დოლარი (9%-იანი ზრდა);
- დიდი დიღომი - 1 129 აშშ დოლარი (1%-იანი კლება);
- გლდანი - 1 079 აშშ დოლარი (3%-იანი ზრდა);
- სამგორი - 1 072 აშშ დოლარი (0%-იანი დინამიკა).
ინფორმაციისთვის, უბნებს შორის, ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა - 613, ხოლო ყველაზე ცოტა - მთაწმინდაზე (44).