თეგებით ძიება

როგორ ვიპოვოთ სწორი ბინა და გავხადოთ გარიგება წარმატებული? - ექსპერტის რჩევები

TIA.GE გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს უძრავი ქონების ექსპერტ, მონიკა გაბელაიასთან. მონიკა უკვე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს უძრავი ქონების ბაზარზე და ეხმარება ადამიანებს სწორ გადაწყვეტილებებში, იქნება ეს მათი პირველი ბინის შეძენა, თუ მაღალი ფასიანი უძრავი ქონების ინვესტიცია. ინტერვიუს განმავლობაში მონიკას ვესაუბრეთ იმ თემებზე, რაც ყველაზე ხშირად აწუხებს მყიდველებს, როგორ შეიძლება დაიგეგმოს უსაფრთხო და ოპტიმალური გარიგება, კრიზისული პერიოდების გავლა და რას ნიშნავს სინამდვილეში წარმატებული გაყიდვა.

- ყოფილა შემთხვევა, როცა კლიენტი შემოვიდა კონკრეტული წარმოდგენით და სრულიად საპირისპირო იყიდა?

ხშირად გვაქ შემხვევები, როდესაც კლიენტი მოდის კონკრეტული წარმოდგენით და სრულიად საპირისპიროს ყიდულობს. მსგავსი შემთხვევები განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. ერთი, როდესაც ადამიანები კონკრეტულ პროექტზე კონკრეტულ შეთავაზებას ნახავენ, იქმნიან წარმოდგენებს მათთვის ყველაზე მისაღებ პირობებზე, რაც რეალობას არ შეესაბამება ხოლმე. რეკლამის ფუნქცია, არის მხოლოდ მნიშვნელოვან დეტალებზე მომხარებლების ყურადღების გამახვილება. წარმოუდგენელია რეკლამაში ყველა დეტალური ინფორმაციიის გამოტანა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ინდივიდუალური კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერებთან. ეს ფაქტორი განსაკუთრებით საგულისხმოა დიდი კომპანიების შემთხვევაში. მათ მინიმუმ რამდენიმე პროექტი აქვთ, განსხვავებული შეთავაზებებით და შესაბამისად ამომწურავი ინფორმაციის მიღება მხოლოდ შეხვედრის დროს არის შესაძლებელი. კონკრეტული წარმოდგენის შეცვლა შეიძლება უშუალოდ შეხვედრის დროსაც მოხდეს. პროფესიონალი გაყიდვების მენეჯერი ორიენტირებულია მომხარებელს შეარჩევინოს მასზე მორგებული გადახდის პირობები და მისთვის ოპტიმალური უძრავი ქონება. ეს პროცესი მოითხოვს ფინანსების და მიზნების დეტალურ განხილვას. თუ რა ტიპის, რა ფართის უძრავი ქონების შეძენა სურს კლიენტს თუ რა დანიშნულებით და შემდეგ ხდება ოპტიმალური ფინანსური გეგმის შეთავაზება. ამიტომ, ხშირად ხდება შეხვედრის დროს კლიენტის წარმოდგენების ცვლილება და აბსოლუტურად განსხვავებული უძრავი ქონების შეძენა, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული მის ფინანსურ ინტერესებზე.

- რა რჩევას მისცემდით ადამიანს, ვინც პირველად ყიდულობს ბინას?

ადამიანი, რომელიც პირველად ცდილობს ბინის შეძენას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე ფაქტორი. პირველ რიგში უნდა შეარჩიოს პასუხიმგებლიანი კომპანია, რომლებსაც მუდმივი კომუნიკაცია აქვთ თავიანთ მობინადრეებთან და არ გაურბიან მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს. უნდა გაითვალისწინონ მშენებლობის ხარისხი და შეარჩიონ ისეთი გაყიდვების მენეჯერები, რომლებიც მათ მოთხოვნებზე მორგებულ პროექტს შესთავაზებს.

- რა იყო თქვენი ყველაზე წარმატებული გაყიდვა და რატომ თვლით მას წარმატებულად?

ჩემთვის გაყიდვა წარმატებულია მაშინ, როდესაც ის არ შემოიფარგლება მხოლოდ გარიგებით ან ხელშეკრუელბის გაფორმებით. ჩემი მისიაა, ადამიანებს ვაჩვენო, რომ საკუთარი სახლის ან უძრავი ქონების ფლობა რეალური და ხელმისაწვდომია ყველასთვის, მიუხედავად მათი თავდაპირველი ეჭვებისა ან ფინანსური შიშებისა. ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ ოცნებაა, რომელიც მათ შესაძლებლობებს სცილდება. სწორედ ამ დროს ვგრძნობ ყველაზე დიდი მოტივაციას, მათთან ერთად ვეძებ გზებს, ვთვაზობ გადაწყვეტებს და ვეხმარები პროცესის თითოეული ეტაპის გადალახვაში. ჩემთვის გაყიდვა ნიშნავს არა უბრალოდ ქონების გაყიდვას, არამედ ადამინებისთვის ახალი ცხოვრების დაწყების შანსის მიცემას.

- როგორ იმოქმედეთ ისეთ პერიოდში, როცა ბინების გაყიდვები შემცირდა? რა სტრატეგია გამოგიმუშავებიათ კრიზისის დროს?

კრიზისები კარგი დროა გამოწვევებისთვის და ახალი გამოცდილებების დაგროვებისთვის. გაყიდვების შემცირებამ მთლიანად სფეროს დაანახა, რომ კომპანიები უფრო მეტად უნდა იყვნენ ორიენტირებულები მომხმარებლის მოთხოვნებზე და მათ საჭიროებებზე. მთავარი სტრატეგია ზუსტად ეგ არის, მეტად ორიენტირებული თთოეულ მომხმარებელზე.

- რას ეტყოდით ადამიანს, რომელიც იწყებს კარიერას უძრავი ქონების გაყიდვებში?

უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში კარიერის დაწყება არის დიდი შესაძლებლობა, თუმცა ამავე დროს მოითხოვს განსაკუთრებულ თავდადებასა და შრომისმოყვარეობას. ადამიანები, რომლებიც ახლა იწყენებ ამ გზას, უნდა იყვნენ მზად, რომ ეს პროფესია არ ჯდება ტრადიციულ სამუშაო გრაფიკში, არ არსებობს 10 დან 6 საათამდე სამუშაო რეჟიმი. წარმატების მისაღწევად აუცილებელია მზადყოფნა მეტი ძალისხმევის გასაწევად და იმაზე მეტის გასაკეთებლად, ვიდრე საშუალო სამუშაო დღე მოითხოვს. უძრავი ქონების გაყიდვები მუდმივი განვითარების სფეროა. პროფესიონალი, რომელიც წარმატებისკენ მიისწრაფვის, უნდა იყოს ორიენტირებული ყოველდღიურ თვითგანვითარებაზე. უწყვეტი სწავლა, ახალი უნარების შეძენა და პიროვნული ზრდა ამ სფეროს წარმატების მთავარი ფაქტორებია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა