"თბილისში მხოლოდ ივლისში ნებართვა გაიცა 20 საცხოვრებელ პროექტზე“ - როგორია ჯამური საცხოვრებელი ფართი
„თბილისში მხოლოდ ივლისში ნებართვა გაიცა 20 საცხოვრებელ პროექტზე“ - როგორია ჯამური საცხოვრებელი ფართი„თბილისში მხოლოდ ივლისში ნებართვა გაიცა 20 საცხოვრებელ პროექტზე“ - როგორია ჯამური საცხოვრებელი ფართი
თბილისში, მიმდინარე წლის ივლისში, 20 საცხოვრებელი პროექტის მშენებლობაზე გაიცა ნებართვა, - ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.
ამავე კვლევის მიხედვით, ჯამურად შვიდ თვეში დედაქალაქში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობამ 120 შეადგინა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იანვარ-ივლისში 128 ნებართვა იყო გაცემული.
„2025 წლის ივლისში ნებართვა გაიცა 20 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 113,332 მ 2 -ს შეადგენდა (+36.1% წ/წ გასული წლის დაბალი ბაზის ეფექტის გამო)“, - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაში.
