ჩინეთი დღეს ლიფტების ინდუსტრიის ლიდერია
90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში გაიდგა ფესვები წარმოდგენამ, თითქოს ყველაფერი, რასაც „Made in China“ აწერია, დაბალი ხარისხის მასალებითა და უკონტროლო სტანდარტებით არის შექმნილი. თუ თავის დროზე ეს რწმენა გარკვეულ ფაქტებს ემყარებოდა, დღეს უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ის სიმართლეს აღარ შეესაბამება. ჩინეთი გლობალურ წარმოებაში მოწინავე პოზიციებზეა, მათ შორის ტექნოლოგიურად რთულ ინდუსტრიებშიც. ლიფტების წარმოება ერთ-ერთი ასეთი ინდუსტრიაა.
დღეს სწორედ ჩინეთში იწარმოება ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული ლიდერი კომპანიების ლიფტები და ჩინური ქარხნები უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ქმნის როგორც შიდა, ისე გლობალური ბაზრებისთვის.
ამ ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბევრმა წამყვანმა ევროპულმა და იაპონურმა ბრენდმა საკუთარი ძირითადი საწარმოო ხაზები სწორედ ჩინეთში გადაიტა. ეს გადაწყვეტილება განაპირობა არა მხოლოდ ხარჯების ოპტიმიზაციამ, არამედ ჩინეთში შექმნილმა საწარმოო ბაზამ – ქვეყნის სწრაფმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა, თავის მხრივ, მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლება და ქარხნული ინფრასტრუქტურის განვითარება გამოიწვია.
დღესდღეობით, ჩინეთში წარმოებული ლიფტები აკმაყოფილებს არა მხოლოდ საერთო საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ ბევრად უფრო მკაცრ მოთხოვნებსაც, რადგან ხშირად მშობელი კომპანიების დაწესებულ ხარისხის შიდა კონტროლის მექანიზმებს ექვემდებარება. ეს ნიშნავს, რომ ჩინური წარმოების ლიფტი შეიძლება იყოს ისეთივე, ან ხშირ შემთხვევაში, უფრო ტექნოლოგიურად განვითარებული და საიმედო, ვიდრე სხვა ქვეყნებში აწყობილი ანალოგები.
ამ ტენდენციის შესანიშნავი მაგალითია ისეთი ბრენდი, როგორიცაა, მაგალითად FUJISJ-ი – იაპონური ტექნოლოგიების გიგანტი FUJI-ის შვილობილი, რომელიც სრულად იაპონური მაღალი სტანდარტების დაცვით იწყობა ჩინურ ქარხნებში ათწლოვანი წარმოების გამოცდილების საფუძველზე და საერთაშორისო ბაზარზე გააქვს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი საშუალო ბიუჯეტის კატეგორიაში.
საქართველოში სამშენებლო სექტორის განვითარებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და კომფორტულ ლიფტებზე და ოპტიმალურ ფასებზე. მომხმარებლებისა და დეველოპერებისთვის ლიფტის ბრენდი ხარისხისა და პრესტიჟის მნიშვნელოვან ინდიკატორად იქცა.