აგვისტოში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა
აგვისტოში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა - „გალტ ენდ თაგარტი“აგვისტოში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა - „გალტ ენდ თაგარტი“
ივლისში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ, 2025 წლის აგვისტოში უძრავი ქონების გაყიდვები შემცირდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
ანალიზის მიხედვით, შემცირება აიხსნება იმით, რომ აგვისტო, ტრადიციულად, დასვენების თვეა თბილისში. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობა კვლავ გაიზარდა აგვისტოში. ამასთან, ფასმაც ზრდა განაგრძო როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, გასულ თვეში გაყიდული ბინების რაოდენობამ 2 858 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 17.8%-ით შემცირდა, ხოლო მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 0.3%-ით არის შემცირებული.
საინტერესოა ისიც, რომ 2025 წლის 8 თვეში თბილისში სულ 25 636 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2%-იანი ზრდაზე მიუთითებს.