სად ღირს ბინები ყველაზე ძვირი და იაფი - „კვადრატულის ფასი 2500 დოლარს აჭარბებს“
სად ღირს ბინები ყველაზე ძვირი და იაფი - „კვადრატულის ფასი 2500 დოლარს აჭარბებს“სად ღირს ბინები ყველაზე ძვირი და იაფი - „კვადრატულის ფასი 2500 დოლარს აჭარბებს“
მიმდინარე წლის ივლისში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ 2025 წლის აგვისტოში როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე გაყიდვები შემცირდა. ამის შესახებ „გალთ&თაგარტის“ თვის მიმოხილვაშია საუბარი.
კერძოდ, კვლევის მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში, გაყიდული ბინების რაოდენობამ 2 858 შეადგინა.
„მკლევარების მიერ გამოკითხული დეველოპერები აცხადებენ, რომ 2025 წლის აგვისტოში გაყიდვები პირველად ბაზარზე წლიურად 12.2%- ით შემცირდა, რაც ნაწილობრივ 2024 წლის აგვისტოს მაღალი ბაზით იყო განპირობებული. ამასთან, აგვისტოში გაყიდვები თვიურადაც შემცირდა, რაც აგვისტოსთვის დამახასიათებელ სეზონურ შენელებას შეესაბამება,“ - აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება 8-თვიან მონაცემებს, გაყიდვები წლიურად 0.5%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2025 წლის 8 თვეში თბილისში სულ 25 636 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+5.2% წლიურად).
„გალთ&თაგარტის“ თანახმად, თბილისში ბინები (თეთრი კარკასი) ყველაზე ძვირი კვლავ ვაკეშია, ყველაზე იაფი კი ვაშლიჯვარში.
კერძოდ, ბინის ფასი (1 კვადრატული მეტრი) ყველაზე მაღალი დედაქალაქის შემდეგ უბნებშია:
- ვაკე - 2600 აშშ დოლარი;
- საბურთალო - 1562 აშშ დოლარი;
- კრწანისი - 1447 აშშ დოლარი;
- დიდუბე - 1346 აშშ დოლარი;
- ისანი - 1288 აშშ დოლარი.
რაც შეეხება თბილისის იმ უბნებს, სადაც კვადრატული მეტრი უძრავი ქონება ყველაზე იაფია, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ვაშლიჯვარი - 1011 აშშ დოლარი;
- გლდანი - 1036 აშშ დოლარი;
- სამგორი - 1054 აშშ დოლარი;
- დიდ დიღომი - 1060 აშშ დოლარი;
- ნაძალადევი - 1156 აშშ დოლარი.