თეგებით ძიება
18. 02. 2016 News-ები

ჩვენი მიზანია, დავადგინოთ, რა მოხდა 2008 წელს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაციამ საქართველოში გამართული შეხვედრები, აგვისტოს ომის გამოძიების ფარგლებში, პრესკონფერენციაზე შეაჯამა. სასამართლოს წარმომადგენელმა ფაქისო მოჩოჩოკომ ქართველ ჟურნალისტებს პროკურორ ფატუ ბენსუდას განცხადება გააცნო.

„2008 წლის კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის თანამშრომლობა არის უმთავრესი რამ ჩვენი გამოძიების წარმატებისთვის. გამოძიება იქნება მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კონფიდენციალური. გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება მხოლოდ კანონზე და ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, ჩვენებებსა და მოპოვებულ დოკუმენტაციაზე.

ჩვენი მიზანია, დავადგინოთ, რა მოხდა 2008 წელს. 2015 წლის მარტში, საქართველოს მთავრობამ შეატყობინა ჩვენს პროკურატურას, რომ პროცედურები ეროვნულ დონეზე შეწყვიტა. ამან გზა გაუხსნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, პროკურატურას, რომ გაეხსნა გამოძიება. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მტკიცებულებების გარეშე, შეუძლებელი იქნება ვინმესთვის ბრალის წაყენება. გამოძიება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა მოჩოჩოკომ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა