თეგებით ძიება
25. 03. 2016 News-ები

იან კელი ფარულ ჩანაწერებზე

ფარული კადრების გავრცელებასთნ დაკავშირებით საკუთრ მოსაზრებას გამოთქვამს შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. იან კელის თქმით კადრების გამავრცელებელს პოლიტიკური მიზნები აქვს. მისი თქმით ქართულმა მხარემ აშშ-ს დახმარება სთხოვა ფარული ჩანაწერების საქმეში.

„ფარული კადრების გავრცლება ეს არის საშინელება. ეს არის დესტრუქციული პირადი ცხოვრების უფლებისთვის და დამაზიანებელია ქართული დემოკრატიისთვის. ვინც ამის უკან დგას, კარგად აქვს გააზრებული რასაც აკეთებს და ამით ცდილობს პოლიიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა მოახდინოს. ვიცით, რომ ეს შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობისთვისაც.

ჩვენ მივიღეთ თხოვნა დახმარების შესახებ. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მათ თხოვნას დადებითად ვუპასუხეთ და შევეცდებით დავეხმაროთ ქართულ მხარეს. ჩემი კოლეგები ყოველდღიურ კომუნიკაციაში არიან მათთან, რადგან ფარული ვიდეო მასალების გავრცელების საფრთხე არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ფაქტებს ქვეყანაში ადგილი არ ჰქონდს, მითუმეტეს მაშინც, როდესაც შემოდგომაზე არჩცჩვნებია დანიშნული“, განაცხადა იან კელიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა