თეგებით ძიება
25. 03. 2016 News-ები

ბაჩო კიკაბიძის ახალი შეთავაზება გაჩეჩილაძეებს

დღეს დანიშნული ტელეკომპანია მაესტროს ორი სასამართლო პროცესიდან ერთ-ერთი გადაიდო. საუბარია ლოგოს გამოყენების უფლების ირგვლივ დავაზე. ამ უფლების დაბრუნებას ბაჩო კიკაბიძე მოითხოვს.

„პროცესი გაარკვევს აქვს თუ არა ზეგავლენა საქართველოში ფულიან ბიზნესმენს მოსამართლეზე. მაესტრო მე მეკუთვნის,“- განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.

ლოგოსთან დაკავშირებით ბაჩო კიკაბიძემ დღეს ძმებ გაჩეჩილაძეებს ახალი ინიციატივითაც მიმართა, რომლის თანახმადაც, ბაჩო კიკაბიძეს გაჩეჩილაძის მხარემ გარკვეული თანხა უნდა გადაუხადოს, თუმცა გაჩეჩილაძეებს შეთავაზებაზე ჯერ არ უპასუხიათ.

ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატები კი ამბობენ, რომ ბაჩო კიკაბიძეს ლოგო უსასყიდლოდ გადაეცა, რაც არაკანონიერია.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა