თეგებით ძიება
10. 07. 2016 News-ები

ცენტრ პოინტ აჭარის დირექტორი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისის პროკურატურაში ცენტრ პოინტ აჭარის დირექტორის ირაკლი მინდელის დაკითხვა. ის უკვე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

კიდევ ერთი დაკავებული - გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი კი სამართალდამცველებს თბილისში ბათუმიდან ამ წუთებში გადმოყავთ.

რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, რომლის დაკავების შესახებ დადგენილება მოსამართლემ მიიღო, - პოლიციას ჯერ კიდევ არ დაუპატიმრებია.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ბათუმში არსებულ კომპლექს თეთრ მაგნოლიას და დაკავებულთა მიერ თანხების უკანონო მითვისებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა