თეგებით ძიება
10. 07. 2016 News-ები

ოსამა ბინ ლადენის ვაჟი მამის მოკვლის გამო აშშ-ს ემუქრება

ალ-ქაიდას მოკლული ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ვაჟი ამერიკის შეერთებულ შტატებს მამის მოკვლის გამო სამაგიეროს გადახდით ემუქრება. აღნიშნულ ცნობას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 21 წუთიან აუდიომასალაში, რომელსაც ჰქვია „ჩვენ ყველა ოსამა ვართ“ ჰამზა ბინ ლადენი ვაშინგტონის წინააღმდეგ გლობალურ შეიარაღებულ დაპირისპირებას აანონსებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ თავდასხმების მოწყობას თქვენს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ და ამის მიზეზი პალესტინის, ავღანეთის, სირიის, ერაყის, იემენის, სომალისა და დანარჩენი მუსლიმური სამყაროს მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლაა“, - ნათქვამია ჰამზა ბინ ლადენის მიმართვაში.
ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურმა შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით ალ-ქაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადთან ახლოს მოკლა.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა