თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/zlltxv5l9syq6y19xoihp6dkjwp6c9fy.mp4
12. 07. 2016 News-ები

თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ

"ჩვენ თუ ევროპა, ცივილიზაცია გვინდა უნდა ვისწავლოთ ეს ტრადიციები, როდესაც მრავალპარტიული კოალიციები მუშაობენ არჩევნების ბოლომდე. ჩვენ ეს შეთავაზება გავუკეთეთ ჩვენს პარტნიორებს ქართული ოცნებიდან. ჩვენ მზად ვიყავით ჩვენი მინისტრები დარჩენილიყვნენ თანამდებობებზე არჩევნების ბოლომდე და ჩვენ მათ გარეშე გავიდოდით საარჩევნო კამპანიაში. ქართულმა ოცნებამ სხვაგვარად გადაწყვიტა. მან ჩათვალა, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანის დროს არის მიუღებელი. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ დეტალურად რას ნიშნავს ეს ყველაფერი," - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი განმარტებით, ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში პარტიასთან შეთანხმებით, პრემიერთან დაასრულებენ იმ საქმეებს, რომლებსაც დღემდე უძღვებიან და ჩაერთვებიან პარტიულ აქტივობაში.

"პოლიტიკა არ არის კერძო პოლიტიკური ვნებების ასპარეზი. პოლიტიკა არის ხალხის საკეთილდღეო სამსახური. ამიტომ ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობების შესრულება, მათ შორის მთავრობაშიც,“ - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გიგლა აგულაშვილმა გააკეთა სხვა არჩევანი, გაემიჯნა რესპუბლიკურ პარტიას და რჩება მთავრობაში.

"ჩვენ მივდივართ საარჩევნო ბრძოლაში, ამიტომ მივმართავ ყველა რესპუბლიკელს, ვისაც რაღაც ეჭვი აწუხებს, რომ ამ ბრძოლაში უნდა იყოს თუ არა ჩვენთან ერთად, გააკეთოს არჩევანი უახლოეს ორ დღეში,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა