თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/78adw8lq6092q01tacc0s9xzlnhayjts.mp4
12. 07. 2016 News-ები

"ნაციონალური მოძრაობის" ახალი პროგრამის პრეზენტაცია

ნაციონალური მოძრაობის ახალი პროგრამა კონკრეტულ სისტემურ ცვლილებებს მოიცავს. ეს ეხება ფინანსური პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებას. ასევე საუბარია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებაზე. ნაციონალური მოძრაობა პროკურატურის რეფორმირებასაც გეგმავს.

„ჩვენ ვისწავლეთ წარსულის გამოცდილებაზე და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა იქნება ძირითადი მიმართულება ახალი ხელისუფლების მუშაობაში. ამას ემსახურება დღეს წარმოდგენილი პრეზენტაცია, ის ძალიან რადიკალური რეფორმები, რომელსაც გავატარებთ ადამიანის უფლებების კუთხით და ამასვე ემსახურება მთავარი პოლიტიკური სიგნალი, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, არ იქნება არანაირი შურისძიება და პირიქით წერტილი დაესმება დაპირისპირებას,“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა