თეგებით ძიება
30. 08. 2016 News-ები

საქართველოში რამდენიმე ახალი ავტობანის და გზის მშენებლობა იგეგმება - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოში რამდენიმე ახალი ავტობანის და გზის მშენებლობა იგეგმება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

უფრო კონკრეტულად, მთავრობის მეთაურის განმარტებით, დაგეგმილია თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანის აშენება.

”რამდენადაც შესაძლებელი იქნება, ვფიქრობთ, რომ გავაფართოვოთ არსებული გზა. ინჟინრები მუშაობენ დღეს ალტერნატიულ გადაწყვეტაზეც, რომ აშენდეს ფასიანი გზა, რომელიც იქნება გვირაბებით დამაკავშირებელი. ამის შედეგად, აღარ იქნება საჭირო გუდაურის გადავლა იმისთვის, რომ ჩახვიდეთ სტეფანწმინდაში და მეორე, გვინდა, რომ ეს გზა მთლიანდ ავაცილოთ დევდორაკის მონაკვეთს, სადაც ყოველწლიურად პრობლემაა, როდესაც იქ ყინული დნება”, - განაცხადა პრემიერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა