თეგებით ძიება
30. 08. 2016 News-ები

როგორ სახლებში ცხოვრობენ კენი უესტი კიმ კარდაშიანთან, ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისთან და სხვა ვარსკვლავები

კიმ კარდაშიანი და კენი უესტი
კიმ კარდაშიანმა და კენი უესტმა 2013 წელს შეიძინეს 11 მილიონ დოლარად სახლი ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ უბან ბელ-ეირში. სანამ სახლში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ოჯახი ცხოვრობდა კიმის დედის სახლში -კრის ჯენერთან. 2015 წლის დეკემბერში წყვილს შეეძინა ვაჟი და მაშინ კიმი, კენი და მათი ქლიშვილი ჰორტი გადავიდნენ ახალ სახლში, რომელიც გაფორმებულია ხმელთშუაზღვის სტილში, ხუთი საძინებლითა და შვიდი სველი წერტილით.

როგორ სახლებში ცხოვრობენ კენი უესტი კიმ კარდაშიანთან, ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისთან და სხვა ვარსკვლავები


ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერი
ქორწილამდე სამი წლით ადრე 2012 წელს ჯენიფერ ენისტონმა და ჯასტინ ტერმა შეიძინეს თანამედროვე სახლი ბელ-ეირში. ტერიტორია მოიცავს 3 ათასს კვადრატულ მეტრს: წყვილს სახლში აქვს ოთხი საძინებელი, ექვსი საშხაპე, ტერიტორიაზე არის ასევე სტუმრებისთვის სახლი, ვენახი და აუზი.

როგორ სახლებში ცხოვრობენ კენი უესტი კიმ კარდაშიანთან, ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისთან და სხვა ვარსკვლავები


ბიონსე და ჯეი-ზი
ამერიკელმა პოპ-დივამ და მისმა მეუღლემ შეიძინეს პრესვიტერიანული ეკლესია ნიუ ორლეანში, რომელიც გარდაიქმნა მდიდრულ სახლად. ეს შენობა აშენებულია 1925 წელს მოიცავს 1200 კვადრატულ მეტრს და მისი შეძენისთვის 34 წლის მომღერალმა და მისმა 46 წლის მეუღლემ გადაიხადეს 2.6 მილიონი დოლარი. ეს სახლი მოიცავს 22 ოთახს მათ შორის არის 8 საძინებელი და 8 სააბაზანო. ახალი სახლის ინტერიერში ჭარბობს წითელი ფერი, ანტიკური ავეჯი და ჭაღები.

როგორ სახლებში ცხოვრობენ კენი უესტი კიმ კარდაშიანთან, ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისთან და სხვა ვარსკვლავები


ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სახლი ყველაზე დახვეწილად შეგიძლიათ მიიჩნიოთ! წყვილი ფლობს უზარმაზარ სასახლეს Chateau Mirval-ს საფრანგეთში, სადაც ისინი დაქორწინდნენ.
სასახლეში არის 35 ოთახი, ხმის ჩამწერი სტუდია, საკუთარი ეკლესია და ვენახი. სხვათა შორის სწორედ ამ ვენახის წყალობით ბრედ პიტი აწარმოებს საკუთარ ღვინოს სახელწოდებით Miraval Provence.

როგორ სახლებში ცხოვრობენ კენი უესტი კიმ კარდაშიანთან, ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისთან და სხვა ვარსკვლავები


ჯონ ლეჯენდი და კრისი ტეიგენი
შესაშური სახლი აქვთ ჯონ ლეჯენდს და კრისი ტეიგენს: მას შემდეგ, რაც მათი ქალიშვილი ლუნა დაიბადა წყვილმა შეიძინა 14 მილიონ დოლარად სახლი ლოს-ანჯელესში. სახლი მოიცავს 5 საძინებელს, 8 სააბაზანოს, აუზს და ორთქლის საშხაპეს. დამატებით სახლში არის ოფისი, სპორტული დარბაზი, კინოთეატრი, საბილიარდო და ძვირადღირებული როიალი ჯონისთვის.

როგორ სახლებში ცხოვრობენ კენი უესტი კიმ კარდაშიანთან, ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისთან და სხვა ვარსკვლავები



სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა